იემენში, მარების რაიონში სარაკეტო იერიშს 24 სამხედრო ემსხვერპლა

იემენის ქალაქ მარიბში მდებარე საწვრთნელ ბანაკს ჰუსიტები დაესხნენ თავს. სარაკეტო იერიშს 60 სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით ყაზარმას ბალისტიკური რაკეტა დაეცა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებს ოფიციალურად ამ დრომდე არ აუღიათ.