იემენში საბრძოლო მოქმედებები დროებით შეწყდა

 საუდის არაბეთმა იემენში ჰუსიტებს საბრძოლო მოქმედებები დროებით შეწყვიტა. გადაწყვეტილება გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადების შემდეგ მიიღეს, რომელშიც მან მხარეებს ზავისკენ და კორონავირუსის პანდემიასთან საერთო ბრძოლისკენ მოუწოდა.

სამხედრო კონფლიქტი იემენში ჰუსიტებთან 2014 წლის მარტის შემდეგ მიმდინარეობს, საუდის არაბეთი კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთო. 

მსოფლიოში, ამ დროისთვის, COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1,519,213-ია.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე,  კორონავირუსმა 88,531 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.