იემენში სამხედრო აღლუმის დროს ტერაქტი მოხდა

სამხრეთ იემენში სამხედრო აღლუმის დროს აფეთქება მოხდა, რასაც, როგორც მინიმუმ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თავდასხმა ღონისძიების დასასრულს განხორციელდა, როდესაც სამხედრო წვრთნების კურსდამთავრებულებს აჯილდოვებდნენ. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა 30-მდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ქვეყნის მთავრობა ვარაუდობს, რომ ტერორისტული აქტი ჰუსიტების დაჯგუფების მოწყობილია. თუმცა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.