იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს შეხვდა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა 14 ივნისის NATO-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები იყო.

ბაიდენთან შეხვედრამდე სტოლტენბერგი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. NATO-ს გენერალური მდივანი ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, ჯეიკ სალივანთანს და კონგრესის წევრებს, ასევე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართავს შეხვედრებს.