იერუსალიმში შეიარაღებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

იერუსალიმში შეიარაღებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ოთხი მამაკაცი დაჭრილია. ქალაქის ძველ ნაწილში მომხდარი სროლის დროს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე პირს ესროლა. ის პოლიციამ ადგილზე გაანეიტრალა. 

"თავდამსხმელი ლიკვიდირებულია", - განაცხადეს პოლიციაში. 

ინციდენტს წინ 16 წლის პალესტინელის მკვლელობა უძღოდა, რომელიც იგივე ტერიტორიაზე ოთხი დღის წინ მოხდა.