იეურსალიმში გამართული დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვდა ასეულობით მოქალაქე იერუსალიმის ცენტრში, რა დროსაც მშვიდობიანი დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაპირისპირების შედეგად 5 სამართალდამცველი დაშავდა. დაკავებულია 11 აქტივისტი. 

მოქალაქეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ. ამასთან, იმასაც ამბობენ, რომ ნეთანიაჰუ კორონავირუსის პანდემიას სათანადოდ ვერ გაუმკლავდა. 

ისრაელში მარტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში რიგით მე-4 ვადამდელი არჩევნები იქნება.