იგი პოპმა მის გარდაცვლილ ძაღლს სასიყვარულო წერილი მიუძღვნა

იგი პოპი პროქეტს "Bedtime Stories" შეუერთდა, რომელიც მხატვარმა მაურისიო კატელანმა და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების ახალმა მუზეუმმა წამოიწყეს. როკ-მუსიკოსმა მისი გარდაცვლილი ძაღლისთვის, მეტსახელად ტრომბასთვის, სასიყვარულო წერილი წაიკითხა. 

წერილი ასე იწყება: "როცა პირველად დაგინახე, ქუჩის მეორე მხარეს იდექი და იმ პატარა  ხორცის ნაჭერის სურნელით ტკბებოდი, რომელსაც მაღაზიაში ხორცის გასატარებელ მანქანაში ჩააგდეს. იმ მომენტშივე მივხვდი, რომ შენ ჩემი ძაღლი იყავი..."