ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმიამ კიდევ 8 სოფელი გაათავისუფლა

აზერბაიჯანის არმიამ კიდევ 8 სოფელი გაათავისუფლა, - ამის შესახებ " Twitter-ზე" აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი წერს.

"აზერბაიჯანულმა მამაცმა არმიამ გაათავისუფლა ოკუპაციისგან ფიზულის რაიონის სოფლები გარადაღლი, ხათუნბულაგი, ღარაყოლუ და ხოჯავენდის რაიონის სოფლები ბულუთანი, მალიკჯანლი, ქემართუკი, თეკე და თაგასერი. გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას. ყარაბაღი აზერბაიჯანია!", - დაწერა ალიევმა.