ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმიამ რამდენიმე სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, 3 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის ოკუპაციისგან რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. 

"დღეს აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ტერტერის რაიონის სოფელი თალიში, ჯაბრაილის რაიონის სოფლები - მეჰდილი, ჩახირლი, აშაგი მარალიანი, შეიბეი და ქუიკარი, აგრეთვე ფიზულის რაიონის სოფელი აშაგი აბდურაჰმანლი", - წერს ილჰამ ალიევი.