ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის კიდევ 7 სოფელი გათავისუფლებულია

ჯებრალის, ზანგილანისა და გუბადლის რაიონის რამდენიმე სოფელი გათავისუფლებულია, ამის შესახებ "ტვიტერში" აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი წერს.

"აზერბაიჯანის მამაცმა ჯარმა გაათავისუფლა ჯებრალის რაიონის სოფლები მირიაქი, ქავდარი, ზანგილანის რაიონის სოფლები მაშადიისმალი, შაფიბეილი, გუბადლის რაიონის სოფლები ბაშარათი, ყარაქიშილარი და ყარაჯალი. დიდება აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია! ", - წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.