ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის ნაკრების თამაშს ადევნებენ თვალს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპის ჩემპიონატის თურქეთი - უელსის A ჯგუფის მატჩს ადევნებენ თვალს.

შეხვედრა ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ტარდება.

12 ივნისს უელსის ნაკრები ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე შვეიცარიას დაუზავდა - 1: 1. რომში ჩატარებულ მატჩში თურქეთმა იტალიასთან წააგო - 0:3.