ილჰამ ალიევი: დღეს სომხეთს იარაღსა და ტექნიკას კონტრაბანდული გზით უგზავნიან

ამ დღეებში სომხეთის სამხედრო პოტენციალს გამანადგურებელი დარტყმა მიადგა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

"ჩვენ სომხეთის სამხედრო-ტექნიკური პოტენციალი მწყობრიდან გამოვიყვანეთ. საიდან აქვს სომხეთი ამდენ იარაღს? სომხეთი გაკოტრებული ქვეყანაა. ქვეყნის საგარეო ვალი მშპ-ს 60-70 პროცენტია. რა თანხით ხდება ამ აღჭურვილობის ყიდვა? დღემდე, განადგურებულია სულ მცირე 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნიკა. მაგრამ მათ ჯერ კიდევ აქვთ ტექნიკა, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისე სომხეთში. ვინ ახდენს მათ შეიარაღებას? ჩვენ პრეტენზიებს გვიყენებენ, რომ ვიარაღდებით, ვყიდულობთ იარაღს, რომელმაც, შესაძლოა, სიტუაცია გაამწვავოს, ის მიუღებელი მიმართულებით წაიყვანოს. და როდის იარაღდება სომხეთი? საიდან არის ამ ღარიბ, გაღატაკებულ ქვეყანაში ამდენი იარაღი და ტექნიკა? დღეს მათ იარაღსა და ტექნიკას კონტრაბანდული გზით უგზავნიან. ჩვენ ამ კითხვებზე პასუხები გვინდა", - განაცხადა ალიევმა.