ილჰამ ალიევი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ან ლინდეს ხელმძღვანელობით დელეგაციას უმასპინძლა.

თავდაპირველად, ილჰამ ალიევი ან ლინდეს პირადად შეხვდა, ხოლო მოგვიანებით შეხვედრა უფრო ფართო ფორმატში გაგრძელდა.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ან ლინდე შეხვედრას გამართავს ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.