ილჰამ ალიევი: ჯებრაილისა და ფიზულის რაიონის კიდევ რამდენიმე სოფელი გათავისუფლებულია

ჯებრაილისა ფიზულის რაიონის კიდევ რამდენიმე სოფელი გათავისუფლებულია, - ამის შესახებ "ტვიტერში" აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი წერს.

"გამარჯვებულმა აზერბაიჯანულმა არმიამ გაათავისუფლა ფიზულის რაიონის სოფლები მოლავიალი, იუჰარი რიაფიდინლი, აშაღი რიაფიდინლი, ჯებრაილის რაიონის სოფლები სირიქი, შიჰლარი, მასტალიბეილი და დერზილი. გაუმარჯოს აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია!", - წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, გათავისუფლებულია ზანგილანის რაიონის 1 დასახლება და 13 სოფელი.

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ახლა აზერბაიჯანი ირანთან სახელმწიფო საზღვარს სრულად აკონტროლებს.