ილჰამ ალიევი: ქალაქი გუბადლი ოკუპაციისგან გათავისუფლდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, 25 ოქტომბერს, აზერბაიჯანის არმიამ ზანგილანის, ჯებრაილისა და გუბადლის რეგიონების რამდენიმე სოფელი, ასევე, ქალაქი გუბადლი ოკუპაციისგან გაათავისუფლა. 

ამის შესახებ განცხადებას ილჰამ ალიევი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.