ილჰამ ალიევი: მთიან ყარაბაღში არავითარი რეფერენდუმი არ იქნება

მთიან ყარაბაღში არავითარი რეფერენდუმი არ იქნება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ამაზე თანხმობა მოლაპარაკებების დროს არ მიგვიცია და ახლა, როდესაც ტერიტორიების უმეტესი ნაწილი დავიბრუნეთ, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. რაც შეეხება თვითგამორკვევას, სომხებმა თვითგამორკვევის უფლებით უკვე ისარგებლეს. მათ დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო აქვთ", - განაცხადა ალიევმა.