ილჰამ ალიევი ნახიჩევანის სამხედრო აეროდრომის გახსნას დაესწრო

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიარაღების არმიის სამხედრო აეროდრომის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნახიჩევანში ვიზიტის ფარგლებში, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ ბილიკის პრეზენტაციაშიც მიიღო მონაწილეობა.