ილჰამ ალიევი: ოკუპაციისგან კიდევ 23 სოფელი გათავისუფლდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ ოკუპაციისგან ფიზულის რაიონის 6 სოფელი, ხოჯალის რაიონის 4 სოფელი, ხოჯავენდის რაიონის 5 სოფელი, ჯებრაილის რაიონის 3 სოფელი, გუბადლის რაიონის სამი სოფელი და ზანგილანის რაიონის ორი სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ალიევი "ტვიტერზე" წერს.

"დიდება აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია!", - წერს ალიევი.