ილჰამ ალიევი: ომის შემდეგ არა მხოლოდ რეგიონი, მსოფლიოც შეიცვლება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, ომის შემდეგ, არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მსოფლიოც შეიცვლება. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" დაწერა. 

„ომის შემდეგ, არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მსოფლიოც შეიცვლება. ყველამ დაინახა ჩვენი ძალა. ჩვენ ამ რეგიონში ახალი სტრატეგიული პანორამა და ხედვა უნდა შევქმნათ. ომის შემდეგ აზერბაიჯანისა და რეგიონის ახალი ერა დაიწყება“, - წერს ალიევი.