ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ილჰამ ალიევს მოსკოვის ვნუკოვო -2 საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დაიწყო.