ილჰამ ალიევი ტოივო კლაარს შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილებოდა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი ვიზიტით აზერბაიჯანს დღეს ეწვია.

ის ბაქოში მოსკოვიდან ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში ტოივო კლაარი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.