ილჰამ ალიევმა არჩევანი დააფიქსირა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან და ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. მან საკუთარი არჩევანი ბაქოში, 29-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. 

აღნიშნული ოლქიდან "მილი მეჯლისის" დეპუტატობისათვის 20 კანდიდატი იბრძვის. 

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათიდან დაიწყო და 19:00 საათამდე გაგრძელდება.