ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. 

ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცეს. 

ალიევმა და პუტინმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანა პატივს სცემს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას და ვეტერანების მიმართ, რომლებმაც ომში შეუდარებელი თავდადება გამოიჩინეს, მადლიერებას გამოხატავს.