ილჰამ ალიევმა დემობილიზაციის შესახებ განკარგულება გასცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ომში გაწვეული სამხედროების ეტაპობრივი დემობილიზაცია გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, ეტაპობრივი დემობილიზაცია 2020 წლის 25 დეკემბრიდან 2021 წლის 15 აპრილამდე გაგრძელდება.