ილჰამ ალიევმა ფიზულის რაიონში აეროპორტს საფუძველი ჩაუყარა

14 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, აჰმადბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრზე საფუძველი ჩაუყარა ფიზული-შუშას გზას. პრეზიდენტმა ასევე ფიზულის რაიონის აეროპორტს ჩაუყარა საფუძველი.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ და მათმა ქალიშვილმა ლეილა ალიევამ აზერბაიჯანის კულტურული დედაქალაქი, ოკუპაციისგან გათავისუფლებული ქალაქი შუშა მოინახულეს.