ილჰამ ალიევმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე მიიღო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარე ვოლკან ბოზკირი მიიღო.

ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მანამდე, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი ვოლკან ბოზკირი ბაქოში საპატიო ხეივანში იმყოფებოდა.

მან აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო .

ბოზკირი ასევე შეჰიდთა ხეივანს ეწვია.