ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ტელეფონით ესაუბრა.

ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გამარჯვება მიულოცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

სატელეფონო საუბრისას, გიორგი გახარიამ და ილჰამ ალიევმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვეს და სამომავლო სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს.