ილჰამ ალიევმა ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალბატონებს 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის  პრეზიდენტმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 

ცნობისთვის, პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში აღინიშნა. 1975 წელს კი 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომაც აღიარა.