ილჰამ ალიევმა ხოჯალის ტრაგედიის მსხვერპლს პატივი მიაგო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ ხოჯალის გენოციდის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ტრაგედიის მსხვერპლს პატივი მიაგეს.

მემორიალთან საპატიო ყარაული იდგა.

ყვავილებით მემორიალი ასევე აზერბაიჯანის მთავრობის წევრებმა, მილი მეჯლისის დეპუტატებმა, მინისტრებმა, კომიტეტების ხელმძღვანელებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელებმა, ასევე ხოჯალის ტრაგედიისას გადარჩენილმა ადამიანებმა შეამკეს. 

დღეს ხოჯალის ტრაგედიის 28-ე წლისთავია. აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის, ხოჯალის მსხვერპლს იხსენებენ.