ილჰამ ალიევმა კიდევ რამდენიმე სოფლისა და სტრატეგიული სიმაღლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა

აზერბაიჯანის არმიამ ხოჯავენდის, ხოჯალის, ფიზულის, ზანგილანის, ჯებრაილის, გუბადლის და ლაჩინის რაიონების კიდევ 48 სოფელი, 1 დასახლებული პუნქტი და 8 სტრატეგიული სიმაღლე ოკუპაციისგან გაათავისუფლა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი "ტვიტერზე" წერს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დასახლებული პუნქტები და სტრატეგიული სიმაღლეები ჩამოთვალა.

"დიდება აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია!", - წერს ალიევი.