ილჰამ ალიევმა შუშაში ახალ მეჩეთს ჩაუყარა საფუძველი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშაში ახალ მეჩეთს ჩაუყარა საფუძველი. ღონისძიებაში მონაწილეობა პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ და ქალიშვილებმა, ლეილამ და არზუმაც მიიღეს.

სიტყვით გამოსვლისას ალიევმა აღიშნა, რომ ქალაქ შუშაში ახალი მეჩეთის მშენებლობის გადაწყვეტილება დიდი ხანია მიიღო, ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ კი მის არქიტექტურაზე დაიწყო ფიქრი.

"ბოლოს მივედი დასკვნამდე, რომ ეს მეჩეთი, მისი არქიტექტურა სიმბოლურ ხასიათს უნდა ატარებდეს. ამიტომ, შევთავაზე, რომ მეჩეთის ფორმა ასახავდეს ციფრს 8. რადგან 8 ნოემბერს ჩვენ გავათავისუფლეთ შუშა დამპყრობლებისაგან, და 8 ნოემბერი უკვე ოფიციალურად გამარჯვების დღეა აზერბაიჯანში. მეჩეთის ორი მინარეთი უნდა ასახავდეს ციფრს 11. მეთერთმეტე თვეში შუშა და ყარაბაღი მთლიანად გათავისუფლდნენ ოკუპაციისგან. ამ იდეებიდან გამომდინარე, არქიტექტორებმა დაიწყეს მუშაობა და აქ არის წარმოდგენილი მეჩეთის ექსტერიერი. ეს არის საწყისი ვერსია, რომელზეც ჯერ მუშაობაა საჭირო და ის, შესაძლოა, შეიცვალოს", - განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, სულ მალე არქიტექტორები მეჩეთის მთელ პროექტზე მუშაობას შეუდგებიან და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.