ილჰამ ალიევმა SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭო აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის საქმიანობის ზოგადი მენეჯმენტისა და კონტროლის განსახორციელებლად შეიქმნა.

სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრისგან შედგება. საბჭოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები განკარგულებით განისაზღვრება.