ილჰამ და მეჰრიბან ალიევები ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ქალაქ აღდამს ეწვივნენ - PHOTO - VIDEO

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ქალაქ აღდამს ეწვივნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აღდამში ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის დროშა აღმართა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ასევე ადგილობრივ მეჩეთში ილოცეს.