ილჰამ ალიევმა და ენტონი ბლინკენმა ტელეფონით ისაუბრეს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეფონით ისაუბრეს. 

ალიევის ადმინისტრაციის ცნობით, ბლინკენთან საუბრის დროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყარაბაღის საკითხზე ისაუბრა და ყურადღება სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით კი, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დიდი ხნით მოგვარდეს პოლიტიკური შეთანხმებით.