ილონ მასკი: მარიხუანის რეალიზაციისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუღებელია

კომპანია SpaceX-ის დამაარსებელისა და Tesla-ს გენერალური დირექტორის, ილონ მასკის მოსაზრებით, მარიხუანის რეალიზაცია თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს. ამის შესახებ ამერიკელი ბიზნესმენი სოციალურ ქსელში წერს.

„ამის თქმა, ალბათ, უსიამოვნებებს მომიტანს, მაგრამ ვალდებული ვარ ვთქვა: პანდემიის დროს მარიხუანის რეალიაზცია ამერიკის დიდი ნაწილისთვის ძირითად ბიზნესად იქცა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი ამისთვის ციხეში ზის, რაც უაზრობაა და არასწორია,“- წერს მასკი სოციალურ ქსელში.