ილონ მასკის ქონებამ 200 მლრდ-ს გადააჭარბა

ისტორიაში პირველად, "ტესლას" და SpaceX-ის დამაარსებლის, ილონ მასკის ქონებამ 200 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

გამოცემის გამოთვლებით, ბიზნესმენის ქონება გასული დღეების განმავლობაში 14.5 მილიარდით გაიზარდა და 209 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

იანვრის დასაწყისში მასკმა, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში, ამაზონის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოს გადაასწრო და პირველ ადგილზე გადავიდა. მასკის რეიტინგში პირველი ადგილი Tesla-ს აქციების ზრდამ განაპირობა.