ილონ მასკმა ბილ გეითსის კარიკატურა გამოაქვეყნა - PHOTO

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეითსის კარიკატურა გამოაქვეყნა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

სურათზე მილიარდერი და ფილანთროპი ბილ გეითსი პანდემიის ორგანიზატორად გვევლინება. კარიკატურა ამერიკელ მხატვარს ბენ გარისონს ეკუთვნის. 

მასკმა ბილ გეითსის სურათი შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: "მალე გაგიჩნდებათ უცნაური სურვილი, რომ Zune გამოიყენოთ". 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ორიოდე საათში მასკმა გეითსის კარიკატურა სოციალური ქსელიდან წაშალა.