ილონ მასკმა ბოლო 4 დღეში $27 მილიარდი დაკარგა

ამერიკელმა ბიზნესმენმა და SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა ბოლო 4 დღის განმავლობაში 27 მილიარდი აშშ დოლარით იზარალა. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი LiveMint იუწყება.

Tesla-ს აქციები გასულ დღეს 13%-ით დაეცა და 3 დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. 

ამრიგად, მასკი $156,9 მილიარდი დოლარით Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში მე-2 ადგილს იკავებს. იგი სიის სათავეში მყოფ ჯეფ ბეზოსს 20 მილიარდი აშშ დოლარით ჩამორჩება. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკი ტეხასში ახალ ქალაქის შექმნას გეგმავს.