ილონ მასკმა ერთ დღე-ღამეში 16,3 მილიარდი დოლარი დაკარგა

კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელმა, ილონ მასკმა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულში ადგილი დაკარგა. ერთ დღე-ღამეში მისი ქონება 16,3 მილიონი შემცირდა. ამას რეიტინგი Bloomberg Billionaires Index (BBI) მოწმობს.

ამჟამად ილონ მასკს 82,2 მილიონი დოლარი აქვს და ის პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-6 ადგილს იკავებს.

მასკის დანაკარგი Bloomberg Billionaires Index-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ერთდღიან ვარდნად იქცა.

სამშაბათს, 8 სექტემბერს Tesla-ს აქციები 21,06%-ით დავარდა და 330,21 დოლარი შეადგინა.