ილონ მასკმა ისაუბრა, როგორი იქნება სამყარო 50 წლის შემდეგ

ამერიკელმა მილიარდერმა, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორი იქნება სამყარო 50 წლის შემდეგ. 

მისი თქმით, ბევრი რამ შეიცვლება ტექნოლოგიაში, ხელმისაწვდომი გახდება კოსმოსში მოგზაურობა, აქტიურად განხორციელდება დნმ-ის კვლევა.

მასკი თვლის, რომ მომავალში ყველა მანქანა ელექტრონული იქნება, გარდა რაკეტისა და მანქანები აღჭურვილი იქნება ავტოპილოტის რეჟიმით.