ილონ მასკმა Starship-ის უკანასკნელი პროტოტიპი გამოსცადა - VIDEO

რაკეტა, კოდური სახელწოდებით SN8, ეკიპაჟის გარეშე, ტეხასის ბოკა-ჩიკას კოსმოდრომიდან აფრინდა და ხანმოკლე საცდელი ფრენა 15, 5 კილომეტრის სიმაღლეზე შეასრულა.

ხომალდი მიწაზე დაშვებისას დაიმტვრა, თუმცა ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი ილონ მასკი გამოცდის შედეგებით კმაყოფილია. იგი გუნდი მუშაობისთვის შეაქო და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ყველა საჭირო ინფორმაცის შეგროვება მოხდა.