BBC-ის ცნობით, რუსეთში გაუჩინარებული 34 წლის კეტრინ სეროუს, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, ბოლო კომუნიკაცია დედასთან ჰქონდა
"უცხოსთან ვარ ავტომობილში. იმედი მაქვს, არ გამიტაცებენ", - მისწერა სტუდენტმა დედას, რომლიც მისისიპიში ცხოვრობს.
გოგონას მკვლელობის ბრალდებით, დააკავეს კაცი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი.
სეროუ წლების განმავლობაში აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენელი იყო. 2019 წელს, ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგ, მისისიპიდან რუსეთში, ნიჟნი ნოვგოროდში და გადავიდა და სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო.
მან დედას ბოლო მესიჯი 15 ივნისს, საღამოს, 18:30 საათზე გაუგზავნა. ქეთრინ სეროუს დედის თქმით, შვილი კლინიკაში წასვლას ჩქარობდა და შესაძლოა, ტაქსის ლოდინს, ამჯობინა გამვლელ ავტომობილს გაჰყოლოდა.
მისივე თქმით, რუსეთში სწავლის დასრულების შემდეგ, ქეთრინი აშშ-ში დაბრუნებასა და ემიგრანტთა ადვოკატად მუშაობის დაწყებას გეგმავდა
"მას ძალიან მოსწონდა ნიჟნი ნოვგოროდი და ცხოვრება რუსულ ოჯახში. უყვარდა უნივერსიტეტის მეგობრები", - ამბობს ბესი სეროუ.
შეგახსენებთ, ქალის ცხედარი, 19 ივნისს, ქალაქგარეთ, ტყეში იპოვეს.