ინდოეთში ალკოჰოლური ინტოქსიკაცით 86 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, პენჯაბის შტატში არალეგალურად დამზადებული ალკოჰოლური სასმელის მიღების გამო 86 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის მთავრობის თქმით, პოლიციამ ლიქიორის უკანონოდ გაყიდვის გამო 25 ადამიანი დააკავა. 

როგორც ცნობილია, დაკავებულები სხვადასხვა საღებავის საშუალებით ამზადებდნენ სასმელს და მოგზაურებზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე ყიდდნენ.