ინდოელი ბიზნესმენი ეპიდემიას ოქროს პირბადით ებრძვის

ინდოელი ბიზნესმენი შანკარ კურჰადე კორონავირუსისგან თავდასაცავას ოქროსგან შექმნილ პირბადეს იყენებს. 
France Press-ის ცნობით, 49 წლის ბიზნესმენს ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მედიით შეიტყო, რომ ერთი პირი ეპიდემიისგან თავდასაცავად ვერცხლის პირბადეს მოიხმარდა.

ოქროს პირბადის შესაქმნელად კურჰადემ 4 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. მის შექმნაზე 7 ადგილობრივი იუველირები დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

ბიზნესმენის განცხადებით, პირბადე თხელია და 60 გრამს იწონის. სუნთქვას კი პირბადის უმცირესი ზომის ნახვრეტების საშუალებით ახერხებს.