ინდოეთის დედაქალაქში მანქანების მოძრაობას აკრძალავენ

ინდოეთის ხელისუფლება დედაქალაქში მანქანების მოძრაობას დროებით აკრძალავს. შტატ ნიუ-დელის ხელმძღვანელის, არვინდ კეჯრივალის თქმით, ავტომობილები, რომლებიც ბენზინსა და დიზელზე მუშაობენ, ნოემბრიდან მხოლოდ გარკვეულ პერიოდში იმოძრავებენ. ერთ დღეს დასაშვები იქნება კენტი ნომრებით გადაადგილება, მეორე დღეს - ლუწით. 

მისი თქმით, ამგვარი შეზღუდვა დედაქალაქში 2016 წელსაც დაწესდა, რამაც ჰაერის დაბინძურება 13-15% შეამცირა. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ინდოეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ნიშნული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.