ინდოეთის პოლიციამ ქაშმირში ორი ტერორისტი მოკლა

ჯამუსა და ქაშმირში შეტაკებების შედეგად ინდოეთის ძალოვნებმა ტერორისტული დაჯგუფება "ლაშქარ-ე-თაიბას" 2 მებრძოლო მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი India Today ავრცელებს.

ძალოვნების ცნობით, ტერორისტებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგ მათი ლიკვიდაცია საპასუხო სროლის შედეგად მოხდა.

"მებრძოლების მაკომპრომეტირებელი მასალები, მათ შორის იარაღი და საბრძოლო მასალები ჩამოართვეს", - განაცხადეს პოლიციაში.