ინდოეთმა "Astra-ს“ კლასის რაკეტა გამოსცადა

ინდოეთმა „Astra-ს“ ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა წარმატებით გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„Astra-ს“ ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის წარმატებული გამოცხდა ოდიშის შტატის სანაპიროზე ჩატარდა“, - ნათქვამია უწყების პრეს-რელიზში.

რაკეტა ავიაგამანადგურებელ სუ-30მკი-დან გაუშვეს. ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის სამხედრო ძალებს გამოცდის წარმატებით დასრულება მიულოცა.