ინდოეთმა ბალისტიკური რაკეტის ტესტირება წარმატებით დაასრულა

ინდოეთმა K-4 წყალქვეშა ნავებისათვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტის ტესტირება წარმატებით განახორციელა. K-4 რაკეტა წყალქვეშ 3,500 კილომენტრამდე მანძილს ფარავს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ANI ავრცელებს.

ინდოეთის თავდაცვის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რაკეტა ანდრა პრადესის სანაპიროზე მდებარე წყალქვეშა პლატფორმიდან გაუშვეს.