ინდოეთს ძლიერი ციკლონი უახლოვდება

ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება. შტორმი ნაპირებამდე 2021 წლის 26 მაისს მიაღწევს, ხოლო ქარის სისწრაფემ შესაძლოა 185კმ/სთ შეადგინოს. ასევე მოსალოდნელია 4-მეტრიანი ტალღების გაჩენა სანაპიროებზე.

საშიშროების მხრივ, შტორმი შეაფასებულია როგორც მესამე ხარისხის მქონე.

ინდოეთში ძლიერი ციკლონი მძვინვარებდა ერთი კვირის წინაც. შტორმმა სახელწოდებით - Tauktae, გუჯარათის შტატს გადაუარა, რის შედეგადაც სულ მცირე, 140 ადამიანი დაიღუპა.