ინდოეთში 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდოეთში, ოდიშას შტატში 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ჯამშედპურიდან სამხრეთ-დასავლეთით 75 კილომეტრში, 63 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ამ დროისათვის მსხვერპლისა ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.